ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

14.03.25 14:17
ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირმა უნგრეთის ვეტო დაძლია და რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა - წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.

  • სანქციების ვადა 15 მარტს იწურებოდა.

Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებას და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი, უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმან ლუქსემბურგის ხელისუფლებას მისთვის თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას სთხოვს. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.