მედია: ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია 3 ადამიანი

15.03.25 16:29
მედია: ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია 3 ადამიანი

ბელგრადში, საპროტესტო მსვლელობისას, ავტომობილი ხალხში შევარდა. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ მანქანის 50 წლის  მძღოლი ადგილზე დააკავა.

ცნობისთვის, დღეს სერბეთის დედაქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. სერბეთის სხვადასხვა ქალაქებიდან ბელგრადში ათასობით დემონსტრანტი ჩავიდა.
 

 

 

მსგავსი სიახლეები