ბელგრადში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა

მილოშევიჩის რეჟიმის შემდეგ ბელგრადში ყველაზე ხალხმრავალი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. მედია წერს, რომ გუშინ აქციაზე მილიონი ადამიანი იყო გამოსული. ისინი ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.
ოფიციალური პირები ბრალდებულნი არიან ფართო კორუფციაში ჩინელ დეველოპერებთან კონტრაქტების გაფორმებისას ნოვი სადის ჩარდახების ჩამონგრევის გამო, რამაც ადამიანები იმსხვერპლა.
აქციები სერბეთში უკვე 4 თვეა იართება.