სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა, უახლოეს 3-4 თვეში არჩევნები ჩაატაროს

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ მზად არის, არჩევნები ჩაატაროს უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ოპოზიცია ამას მოითხოვს.
ვუჩიჩმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა, რომ აქციამ უმსხვერპლოდ ჩაიარა. მისი თქმით, საპროტესტო აქციების შედეგად 56 ადამიანი დაშავდა.
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის განსაკუთრებით ამაყობს პოლიციითა და უშიშროების სამსახურებით, რომლებიც თავიანთ დავალებებს ეფექტურად ასრულებენ. მისი თქმით, არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს.
მან აღიარა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები ამ პროტესტიდან და მზად იყოს ცვლილებებისთვის. თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბების უმრავლესობა არ უჭერს მხარს "ფერად რევოლუციას" და სტაბილურობის მომხრეა. ვუჩიჩმა თქვა, რომ მზად არის ახალი არჩევნებისთვის უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
მილოშევიჩის რეჟიმის შემდეგ ბელგრადში გუშინ ყველაზე ხალხმრავალი ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა. მედია წერს, რომ გუშინ აქციაზე მილიონი ადამიანი იყო გამოსული. ისინი ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.
ოფიციალური პირები ბრალდებულნი არიან ფართო კორუფციაში ჩინელ დეველოპერებთან კონტრაქტების გაფორმებისას ნოვი სადის ჩარდახების ჩამონგრევის გამო, რამაც ადამიანები იმსხვერპლა.
აქციები სერბეთში უკვე 4 თვეა იმართება.