ჩრდილოეთ მაკედონიაში დისკოთეკაზე გაჩენილ ხანძარს, მინიმუმ, 51 ადამიანი ემსხვერპლა
ჩრდილოეთ მაკედონიაში, ქალაქ კოჩანში, დისკოთეკაში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დისკოთეკა Pulse-ში ხანძარი დაახლოებით 03:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მაკედონიური ჯგუფის DNK-ის კონცერტის დროს პიროტექნიკის გამოყენება გახდა.
ჯამში ღონისძიებას 1500 ადამიანი დაესწრო. ათობით დაზარალებული ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს.