უნგრეთში პროტესტმა იფეთქა - მოქალაქეებმა ორბანის პოლიტიკა გააპროტესტეს
უნგრეთში პროტესტმა იფეთქა. დამოუკიდებლობის დღეს ბუდაპეშტში 50 ათასი მოქალაქე ქუჩებში გავიდა და ვიქტორ ორბანის პოლიტიკა გააპროტესტა. უნგრეთის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა მოსახლეობის წინაშე პირობა დადო, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ორბანის 15 წლიან მმართველობას დაასრულებს.
ამ ფონზე ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს ორბანი. მან რამდენიმე საათი წინ თქვა, რომ ზეწოლას გააძლიერებს იმ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებდნენ, მათ შორის, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან სოროსის ფონდიდან.