სერბეთი ცვლილებების მოლოდინში - ბელგრადში დიდი პროტესტია

16.03.25 20:47
სერბეთი ცვლილებების მოლოდინში - ბელგრადში დიდი პროტესტია

კორუმპირებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბელგრადში ნახევარი მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და ვუჩიჩის გადადგომა მოითხოვა. სერბეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გუშინ პარლამენტის შენობის წინ შედგა. დედაქალაქის ცენტრში დემონსტრაციაზე შეკრებილებს მთავრობამ რეპრესიებით და ძალადობით უპასუხა. არიან დაჭერილები და პოლიციის მიერ ნაცემი მომიტინგეები.

სერბეთის პრეზიდენტი პროტესტის ჩახშობას ვერ ახერხებს, თუმცა გადადგომასაც არ აპირებს. აქციებს საზღვარგარეთიდან მართულს უწოდებს, მის პოლიტიკურ ოპონენტებს კი კრიმინალური კარტერის წევრებად მოიხსენიებს. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები