"რუსეთის ნდობა არ შეიძლება" - კალასი

17.03.25 19:38
"რუსეთის ნდობა არ შეიძლება" - კალასი

"რუსეთის ნდობა არ შეიძლება" - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას მიესალმებიან.

მაგიდის გარშემო ყველას ესმის, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი ამ შესაძლებლობას ყველა სახის მოთხოვნის წამოსაყენებლად გამოიყენებენ.

რა თქმა უნდა, ახლა საუბარი დეტალების შესახებ არის. ევროპული საბჭოს ბოლო სხდომაზე დასკვნა მივიღეთ, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით წინ სწრაფად უნდა წავიწიოთ. მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას, რათა მან საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.

სამწუხაროა, რომ აშშ დაფინანსებას წყვეტს. ახლა ჩვენ წინაშე დგას შეკითხვა, შეგვიძლია თუ არა საკუთარი დაფინანსებით ის სიცარიელე შევავსოთ, რომელსაც აშშ ტოვებს. ამ კითხვაზე პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ეს ავტომატურად არ მოხდება, რადგან ჩვენ ბევრი ორგანიზაცია გვყავს, რომლებიც იმავე თხოვნით მოგვმართავენ", “, - განაცხადა კაია კალასმა.

მსგავსი სიახლეები