"საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია... ველი სატელეფონო საუბარს პუტინთან" - ტრამპი

18.03.25 10:10
"საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია... ველი სატელეფონო საუბარს პუტინთან" - ტრამპი

"მოუთმენლად ველი სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ პუტინთან" - აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ საუბარს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი შესათანხმებელი რჩება.

"საბოლოო შეთანხმების ბევრი ელემენტი შეთანხმებულია, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანი იღუპება. ყოველ კვირას ორივე მხრიდან 2 500 ჯარისკაცის სიკვდილი მოაქვს და ის ახლავე უნდა დასრულდეს. მოუთმენლად ველი სატელეფონო საუბარს პრეზიდენტ პუტინთან", - დაწერა ტრამპა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ში.