Gallup-ის გამოკითხვით, ამერიკელების 81 % ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორია, ხოლო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია-რაუფოღლუ

18.03.25 19:59
Gallup-ის გამოკითხვით, ამერიკელების 81 % ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორია, ხოლო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ომზე პასუხისმგებელი მხოლოდ რუსეთია-რაუფოღლუ

Gallup-ის გამოკითხვით, ამერიკელთა 46%-ს სჯერა, რომ აშშ არ აკეთებს საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველად ჩატარდა გამოკითხვა 2022 წლის აგვისტოში - ამის შესახე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისივე თქმით, 3-დან 11 მარტამდე, Gallup-მა  2219 ამერიკელი გამოკითხა უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკის შესახებ. ცდომილება 2%-იანია.

“იგივე კითხვაზე დეკემბერში, გამოკითხულთა 30%-მა გასცა იგივე პასუხი“, - წერს რაუფოღლუ.

ასევე დაფიქსირდა ხუთი პუნქტით  - 53%-მდე მატება იმ ამერიკელებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინაც კი, თუ ეს გულისხმობს ომის გახანგრძლივებას და არა კონფლიქტის სწრაფად დასრულებას.

Gallup-ის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელების 81% ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორია, ხოლო უმრავლესობა (60%), მათ შორის რესპუბლიკელები, მიიჩნევენ, რომ ომზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი.

ამგვარად, ამერიკელთა ორი მესამედი (67%) მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე" -წერს რაუფოღლუ.

მსგავსი სიახლეები