საუბარი იყო პროდუქტიული, სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე, ამ საშინელი ომის დასასრულებლად-ტრამპი

ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წერს და აღნიშნავს, რომ “პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ, რომ ეს დასრულდეს.“
შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე მთელ ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმ გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და, საბოლოოდ, რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა! განვიხილეთ სამშვიდობო შეთანხმების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება.
პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი ახლა სრული ძალითა და ეფექტითაა და ჩვენ, იმედია, კაცობრიობის გულისთვის, ამ საქმეს შევასრულებთ!",- - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ Truth-ზე.