მაკრონი: ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, იყო ოკუპირებული

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას აგრესიული ომის პირობებში, რადგან ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, იყო ოკუპირებული- ამის შესახებ სოციალურ პლატფორმა X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი წერს.
მისი თქმით, ეს არის არჩევანი, რომელიც მათ გააკეთეს და ამას გავაგრძელებენ,
ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას აგრესიული ომის პირობებში, რადგან ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რას ნიშნავს, იყო ოკუპირებული... ჩვენს ქვეყანას და კონტინენტს მოუწევს, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა, აღჭურვა, მომზადება, ომის თავიდან აცილება. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ და ამას გავაგრძელებთ“, - წერს მაკრონი.