პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხზე არ გვისაუბრია - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განუხილავთ.
ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე. სინამდვილეში, ჩვენ საერთოდ არ გვისაუბრია დახმარებაზე. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ განგვიხილავს. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არ იყო ომი, რომელიც უნდა მომხდარიყო, და ის მოხდა. ასე რომ, ჩვენ აქ ვართ. და ახლა, თქვენ გაქვთ ბევრი იარაღი, რომელიც ერთმანეთისკენაა მიმართული და ცეცხლის შეწყვეტა ცოტა უფრო შორს წასვლის გარეშე რთული იქნებოდა. რუსეთს აქვს უპირატესობა, როგორც იცით, მათ ალყაში მოაქციეს დაახლოებით 2 500 ჯარისკაცი. ისინი ალყაში არიან და ეს არ არის კარგი.
მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი- აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა РИА Новости კრემლზე დაყრდნობით დაწერა, რომ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას "კონფლიქტის მოგვარებისთვის" გარკვეული წინაპირობები დაასახელა.
მედიის თანახმად, პუტინმა მოითხოვა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა.