ზელენსკი - ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე

19.03.25 10:30
ზელენსკი - ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.

მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.

ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე. 
ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, “შაჰედებით” მათ შორის, მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს,