რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ 372 სამხედრო ტყვე გაცვალეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტყვეთა გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით განხორციელდა, რის შედეგადაც ოფიციალურმა მოსკოვმა 175 ჯარისკაცი, ხოლო კიევმა 197 სამხედრო დაიბრუნა.
ტყვეების გაცვლის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ადასტურებს.