"ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ" - ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტს და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - დონალდ ტრამპი Truth-ზე წერს, რომ ვოლოდიმიზ ზელენსკისთან დისკუსიის დიდი ნაწილი პუტინთან გუშინდელ საუბარს ეყრდნობოდა.
ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან. საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. დისკუსიის დიდი ნაწილი ეყრდნობოდა პრეზიდენტ პუტინთან გუშინდელ საუბარს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნებისა და საჭიროებების კოორდინაციის მიზნით. ძალიან სწორ გზაზე ვდგავართ და მე ვთხოვ სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს, მაიკლ ვალცს განხილული პუნქტები ზუსტად აღწერონ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება", - წერს დონალდ ტრამპი.