პუტინი-ტრამპის მოლაპარაკებები - რას ითხოვს დიქტატორი
პუტინმა ტრამპის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. 30 დღიანი ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ იქნება. ერთადერთი, რაზეც რუსი დიქტატორი თანახმაა, უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშს აღარ მიიტანს, თუმცა შეასრულებს თუ არა ამას საეჭვოა. გუშინ გვიან ღამით უკრაინის ტერიტორიაზე არაერთი ობიექტი დაიბომბა.
სამ საათიანი სატელეფონო კომუნიკაცია ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით არ დასრულებულა. დიქტატორი უკან არ იხევს. ერთ-ერთი ვერსიით, ტრამპმა პუტინს ისიც კი უთხრა, რომ ომის დასრულების სანაცვლოდ შტატები ყირიმს რუსეთის ტერიტორიად აღიარებს. საუბრის დეტალებს ვოლოდიმირ ზელენსკი სავარაუდოდ დღეს ტრამპისგან მოისმენს. ცნობილია, რომ უკრაინისა და შტატების პრეზიდენტებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია შედგება.