ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, რასაც ტრამპი დათანხმდა - რუბიოსა და უოლცის ერთობლივი განცხადება

19.03.25 22:45
ზელენსკიმ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, რასაც ტრამპი დათანხმდა - რუბიოსა და უოლცის ერთობლივი განცხადება

"პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი შედგა" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, მაიკ უოლცის ერთობლივ განცხადებაშია საუბარი.

მათი თქმით, ზელენსკიმ ტრამპს დამატებითი Patriot სისტემები სთხოვა, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები მოითხოვა, განსაკუთრებით პატრიოტის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი მასთან თანამშრომლობას დათანხმდა, რათა მოძებნოს ხელმისაწვდომი სისტემები, განსაკუთრებით ევროპაში..." - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები