აშშ-რუსეთს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - ცნობილია, ვინ უხელმძღვანელებენ მოსკოვის დელეგაციას
აშშ-რუსეთს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, რუსულ დელეგაციას რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა უხელმძღვანელებენ.
- აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მორიგი შეხვედრა 24 მარტს ერ-რაიდში გაიმართება.
„ნამდვილად გამოცდილი მომლაპარაკებლები არიან, რომლებიც საერთაშორისო საკითხებში კარგად ერკვევიან“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.
უშაკოვის ცნობითვე, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ბატონ უოლცთან შევთანხმდით, რომ კონსულტაციები პრეზიდენტების მიერ დანიშნულ ექსპერტებს შორის ორმხრივ ფორმატში ჩატარდება. კონსულტაციები კი ორშაბათს, 24 მარტს ერ-რიადში გაიმართება“, - განაცხადა უშაკოვმა.