საფრანგეთი უკრაინის მორიგ სამიტს 27 მარტს უმასპინძლებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები მომავალ ხუთშაბათს პარიზში შეიკრიბებიან.
მისი თქმით, სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.
მაკრონის განცხადებით, “შეხვედრა იქნება შანსი, რომ დახვეწონ მუშაობა ნებისმიერი ზავის გამძლეობის უზრუნველსაყოფად.“
ჩვენ დავასრულებთ მუშაობას უკრაინის არმიის მოკლევადიან მხარდაჭერაზე, მდგრადი და გამძლე უკრაინული არმიის მოდელის დაცვაზე რუსეთის შემოსევების თავიდან ასაცილებლად, შემდეგ კი უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებსაც ევროპული არმიები უზრუნველყოფენ“, – თქვა მან.