უკრაინის გენშტაბი: რუსებმა სუჯას გაზის სადგური უკრაინისთვის დაბრალების მიზნით, თავადვე დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა, უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით, სუჯას გაზის სადგური დაბომბა და ამაში უკრაინის თავდაცვის ძალები არ მონაწილეობდნენ.
- აფეთქება კურსკის ოლქში, სუჯაში, 21 მარტის ღამეს მოხდა. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყანა თავისივე დაგეგმილ და განხორციელებულ ქმედებას იყენებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს და უკრაინა აშშ-სთან დადებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულოს.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია სუჯას გაზსადენზე "უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შესახებ", რუსულმა პროპაგანდისტულმა და დეზინფორმაციულმა საჯარო ფორუმებმა გაავრცელეს. მათ შორის, ტელეგრამ არხმა Mash, რომელიც ითველება, რომ ФСБ-ს მიერაა კონტროლირებადი.