გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

21.03.25 18:45
გერმანიის ბუნდესტაგმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა

გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფას  მხარი დაუჭირა.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ თანხა გამოიყოფა უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, მათ შორის, საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანხა გამოიყოფა უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის, რომლებიც ებრძვიან რუსეთის ძალებს, მათ შორის საარტილერიო საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, - წერს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნული დახმარების გადაწყვეტილების შესახებ 17 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.