საპროტესტო აქციები თურქეთში - მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს

22.03.25 10:27
საპროტესტო აქციები თურქეთში - მოსახლეობა მთავრობის გადადგომას ითხოვს

თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს - ადგილობრივი მოსახლეობა სტამბოლის მერისა და მასთან ერთად ასამდე ადამიანის დაკავებას აპროტესტებს. 

მედია წერს, რომ ყოველდღიურად ქუჩებში ათობით ათასი ადამიანი გადის, რომლებიც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. დემონსტრანტებს პოლიცია წყლის ჭავლსა და მხუთავ აირს უპირისპირებს. 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 97 ადამიანი დააკავეს.