ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა
დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისსა და ჰილარი კლინტონს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჩამოართვა - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის გარდა, ტრამპა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა ყოფილ კონგრესმენებს, ადამ კინზინგერსაც და ლიზ ჩეინისაც შეუჩერა.
ყველა აღმასრულებელი დეპარტამენტისა და სააგენტოს ხელმძღვანელს ვავალებ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ყველა საჭირო დამატებითი ქმედება განახორციელონ და აღნიშნულ პირებს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა შეუჩერონ“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებაში.