"ამერიკის ხმამ" დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

22.03.25 16:26
"ამერიკის ხმამ" დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლა

"ამერიკის ხმის" ჟურნალისტებმა და მათმა პროფკავშირებმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ-იორკის ფედერალურ საოლქო სასამართლოში შეიტანეს.

საჩივრის ავტორების განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებით გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის საფუძველზეც ამერიკის გლობალური მედიის სააგენტომ "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყვიტა, ხოლო "ამერიკის ხმის" თანამშრომლები კი ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. გადაწყვეტილების გამო, 19 მარტს "რადიო თავისუფლებამ" აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა.