ისრაელმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებს დაარტყა - მედია
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებზე იერიში მიიტანა - ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დღეს დილით ლიბანზე მიტანილი შეტევა "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებულ რაკეტებზე პასუხს წარმოადგენს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობითვე, ლიბანიდან ქალაქ მეთულას მიმართულებით გაშვებული სამი რაკეტა ჩამოაგდეს.