ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს - მსხვერპლებს შორის მამა და მისი 5 წლის შვილია

23.03.25 10:54
ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს - მსხვერპლებს შორის მამა და მისი 5 წლის შვილია

ოკუპანტებმა კიევი დაბომბეს. მასირებულ იერიშებს სამი ადმაიანი ემესხვერპლა, მათ შორის, ერთი ბავშვია. 

რუსების სამიზნე ისევ სამოქალაქო სექტორი გახდა. დრონებით შეტევების შედეგად რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. დაშავდა - 10. დაღუპულთა შორის არის მამა და მისი პატარა ქალიშვილი. დაშავებულებიდან ყველაზე პატარა 11 თვის ბავშვია, - აღნიშნავს უკრაინული მხარე.