საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი X-ზე წერს.
მისი განცხადებით, დელეგაციაში შედიან „ენერგეტიკის სპეციალისტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები“.
უმეროვის თქმით, დღეს მხარეები განიხილავენ უამრავ „კომპლექსურ ტექნიკურ საკითხს“.
ერ-რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა დავიწყეთ. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დირექტივას სამართლიანი მშვიდობის დაახლოებისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ. დღის წესრიგში შედის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის შესახებ. დღეს ჩვენ უამრავ რთულ ტექნიკურ საკითხზე ვმუშაობთ. ჩვენს დელეგაციაში შედიან ენერგეტიკის ექსპერტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები საზღვაო და საჰაერო სფეროდან" - წერს რუსტემ უმეროვი.