კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

24.03.25 10:29
კანადის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

კანადის ახალმა პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ ვადამდელი არჩევნები 28 აპრილს დანიშნა.

მისი თქმით, მას ძლიერი მანდატი სჭირდება, რათა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფებისგან წარმოშობილ საფრთხეს გაუმკლავდეს.

პრეზიდენტ ტრამპის გაუმართლებელი სავაჭრო ქმედებებისა და ჩვენი სუვერენიტეტის მიმართ მისი მუქარის გამო ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი კრიზისის წინაშე ვართ. ჩვენი პასუხი უნდა იყოს ძლიერი ეკონომიკისა და უფრო უსაფრთხო კანადის აშენება. პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ კანადა არ არის რეალური ქვეყანა. მას სურს ჩვენი გატეხა, რათა ამერიკამ ჩვენი მისაკუთრება შეძლოს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მარკ კარნიმ.

მსგავსი სიახლეები