ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით აფრენილი თვითმფრინავი ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა
ქუთაისიდან ბრიუსელის მიმართულებით აფრენილი თვითმფრინავი ბუდაპეშტში ავარიულად დაეშვა. რეისზე საქართველოს მოქალაქემ სიგარეტი მოწია და ბორტგამცილებლების მითითებას არ დაემორჩილა.
სიტყვიერი შენიშვნა ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტში მონაწილეობდნენ სხვა მგზავრებიც. უნგრეთში დაშვების შემდეგ მამაკაცი სასმართალდამცველებმა დააკავეს.