დოკუმენტი ხელმოწერილია - გერმანია უკრაინას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მისცემს

24.03.25 14:39
დოკუმენტი ხელმოწერილია - გერმანია უკრაინას 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მისცემს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

პრეზდენტის გადაწყვეტილებითვე, მომდევნო 12 წლის განმავლობაში გერმანიაში ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისთვის 500 მილიარდი ევრო გამოიყოფა. 

გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და ლიდერია სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაში. რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ბერლინმა უკრაინის არმიას სხვადასხვა მოდიფიკაციის ტანკები, არტილერია, ჯავშანტექნიკა, ჭურვები, საბრძოლო მასალა და სხვა შეიარაღება მიაწოდა.