რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაშავებულია, სულ მცირე, 28 ადამიანი

24.03.25 18:18
რუსეთმა ქალაქ სუმზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაშავებულია, სულ მცირე, 28 ადამიანი

უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსმა საოკუპაციო ძალებმა იერიში სუმზე მიიტანეს - მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ არტიუხი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსული ძალების სარაკეტო იერიშის შედეგად სკოლა, საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

მტერმა სარაკეტო შეტევა ქალაქის ცენტრზე განახორციელა. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ, ახლა მათი ევაკუაცია მიმდინარეობს, ყველა ცოცხალია“, - წერს ვლადიმერ არტიუხი „ტელეგრამის“ არხზე.