მედია: აშშ და უკრაინა მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავს

24.03.25 18:34
მედია: აშშ და უკრაინა მოლაპარაკებების კიდევ ერთ რაუნდს გამართავს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდება, ვაშინტონი და კიევი კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. 

შეგახსენებთ, რომ ერ რიადში, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკების მეორე რაუნდი მიმდინარეობს, დღეს ერთმანეთს რუსეთის და ამერიკის დელეგაციები ხვდებიან. შეხვედრა სრულად დახურულია.

პუტინმა უმნიშვნელოვანეს მოლაპარაკებებზე კარასინი და ბესედა გააგზავნა. ბესედა ის პირია, ვინც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტს არწმუნებდა, რომ კიევის დამარცხებას რამდენიმე დღეში შეძლებდა. სწორედ ამის შემდეგ გაქრა ის გარკვეული დროით პოლიტიკური არენიდან. 

ცნობილია, რომ გვიან ღამით შედგა ასევე შეხვედრა უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის. მოლაპარაკებებზე უკრაინის მხრიდან თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, ენერგეტიკოსები და ექსპერტები ესწრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები