აშშ ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, 25%-იან ტარიფს დაუწესებს - ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნებს, რომლებიც ვენესუელისგან ნავთობს ყიდულობენ, 25%-იან ტარიფს დაუწესებს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
მისივე ცნობით, ვენესუელას წინააღმდეგ ტარიფები 2 აპრილიდან ამოქმედდება.
აშშ ვენესუელის წინააღმდეგ ე.წ. მეორად ტარიფს დააწესებს, მრავალი მიზეზის გამო, მათ შორის იმის გამო, რომ ვენესუელამ აშშ-ში მიზანმიმართულად და მოტყუებით გაგზავნა ათიათასობით კრიმინალი, რომელთა უმეტესობა მკვლელია. ამასთან, ვენესუელა აშშ-ს და იმ თავისუფლებების მიმართ, რომელთაც ჩვენ მხარს ვუჭერთ, მტრულად არის განწყობილი. ამიტომ, ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ვენესუელისგან ნავთობს ან გაზს ყიდულობს, იძულებული გახდება 25%-იანი ტარიფი გადაუხადოს აშშ-ს, ჩვენს ქვეყანასთან ნებისმიერი სახის ვაჭრობისას“, - წერს დონალდ ტრამპი.