აპირებს თუ არა პუტინი პირადი მიზნებისთვის დროის მოგებას - ერ-რიადში მოლაპარაკებები გრძელდება

24.03.25 20:37
აპირებს თუ არა პუტინი პირადი მიზნებისთვის დროის მოგებას - ერ-რიადში მოლაპარაკებები გრძელდება

საუდის არაბეთში რუსეთისა და ამერიკის დელეგაციებს შორის შეხვედრა 9 საათზე მეტია მიმდინარეობს - დახურულ კარს მიღმა მხარეები მთავარ საკითხებს, მათ შორის, შავ ზღვაზე იერიშების შეწყვეტას განიხილავენ.

"არ არის საჭირო, ერ-რიადში ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გარღვევის მოლოდინი, მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით" - ასეთი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას კომენტარი, რომელიც მან ბოლოს გააკეთა. 

ამერიკის შეერთებულ შტატებისა და რუსეთის დელეგაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, რუსული მედია, "მოსკოვ თაიმსი" წერს, რომ ვლადიმერ პუტინი პირადი მიზნებისთვის დროის მოგებას აპირებს. გამოცემის ცნობით, ომის დანაშაულებში მხილებული რუსი დიქტატორი გეგმავს დიპლომატებს აცნობოს, რომ უკრაინის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების გადადებას აპირებს, რადგან ზავის გამოცხადებამდე მაქსიმალურად ბევრი ტერიტორია დაიკავოს. 

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებები დასრულდება, ვაშინტონისა და კიევის წარმომადგენლები კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. 

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები - დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები