საკმაოდ კარგი ამბები გვაქვს - ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

25.03.25 10:45
საკმაოდ კარგი ამბები გვაქვს - ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მიმართულებით "საკმაოდ კარგი ამბებია".

ვფიქრობ, ყველას გვინდა, რომ 2500 ახალგაზრდის დაკარგვა აღარ მოხდეს და ეს რუსი და უკრაინელი ხალხია - აცხადებს ტრამპი.

მინდა ვთხოვო მარკოს, თქვას რამდენიმე სიტყვა იმის შესახებ, თუ რა ხდება, კერძოდ, რუსეთთან, უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ კარგი ამბები გვაქვს. ვფიქრობ, ყველას გვინდა, რომ 2500 ახალგაზრდის დაკარგვა აღარ მოხდეს. და ეს რუსი და უკრაინელი ხალხია. 
და ჩვენ გვსურს შეწყდეს მილიარდობით და მილიარდობით დოლარის დახარჯვა. ამის დროა და საკმაოდ კარგად ვაკეთებთ ამ საქმეს", - განაცხადა ტრამპმა.  

თორმეტ საათს გაგრძელდა აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე. შეხვედრა 24 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz Carlton-ში გაიმართა.

სააგენტო Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა უთხრა, რომ პროგრესი მიღწეულია და უახლოეს ხანში მოსალოდნელია დადებითი განცხადება. სააგენტოს რუსული წყაროს თანახმად, ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონში გაიგზავნა და სამშაბათს, 25 მარტს, უნდა გამოქვეყნდეს.