კარასინი მოლაპარაკებებზე: რთული, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო დიალოგი გვქონდა

25.03.25 12:27
კარასინი მოლაპარაკებებზე: რთული, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო დიალოგი გვქონდა

დატვირთული, რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელ საუდის არაბეთში გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

გრიგორი კარასინის განცხადებით, მსგავსი დიალოგი დროულია: 

ყველაფერი განვიხილეთ, იყო დატვირთული, რთული, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის საკმაოდ სასარგებლო დიალოგი. მრავალი პრობლემა განვიხილეთ. რა თქმა უნდა ყველა ვერ გადავჭერით, ყველაფერზე ვერ შევთანხმდით, მაგრამ ასეთი საუბარი რომ შედგა, მიმაჩნია, რომ ძალიან დროულია"- ამბობს კრემლის წარმომადგენელი. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის  გრიგორი კარასინი საუდის არაბეთში 24 მარტს გამართული აშშ-რუსეთის შეხვედრის მონაწილე იყო.

მსგავსი სიახლეები