უკრაინა და რუსეთი შავ ზღვაში ძალის გამოუყენებლობაზე თანახმა არიან - თეთრი სახლი ინფორმაციას ავრცელებს
23-25 მარტს აშშ-სთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინა და რუსეთი თანახმა არიან, შავ ზღვაში უსაფრთხო მიმოსვლა აღდგეს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ სამხედრო მიზნებისთვის სავაჭრო გემების გამოყენება.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყონ ნავიგაციის უსაფრთხოება, გამორიცხონ ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, აშშ და რუსეთი შეთანხმდნენ ზომებზე, რომლებიც კრძალავს თავდასხმებს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
ამას გარდა, აშშ-სა და უკრაინის მხარე შეთანხმდნენ, რომ აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს უკრაინას ომის ტყვეების გაცვლაში, დაკავებული მოქალაქეების გამოშვებაში და ძალით რუსეთში გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაში.
თავის მხრივ, აშშ რუსეთთან შეთანხმდა, რომ ხელს შეუწყობს რუსეთს, წვდომა აღიდგინოს მსოფლიო ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სასუქის ექსპორტისთვის, შეამციროს საზღვაო სადაზღვევო ხარჯები, და გააუმჯობესოს პორტებსა და საგადასახადო სისტემებზე წვდომა მსგავსი ტრანზაქციებისთვის.
ამას გარდა, თეთრი სახლის მიხედვით, მხარეები გამძლე და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად მუშაობის გაგრძელებაზე არიან თანახმა.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ - რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 24 მარტს გაიმართა.