თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

25.03.25 21:14
თეთრი სახლი ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

თეთრი სახლი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია შეთანხმებაზე, რომელსაც აშშ-მა და უკრაინამ ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების დროს მიაღწიეს.

განცხადებაში ვკითხულობთ: “შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და თავიდან აიცილონ სავაჭრო გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში“.

შეერთებული შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ შტატები რჩება ერთგული, დაეხმაროს სამხედრო ტყვეების გაცვლაში, სამოქალაქო ტყვეების  გათავისუფლებასა და იძულებით გადაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნებაში.

შეერთებულმა შტატები და უკრაინა შეთანხმდნენ, შეიმუშაონ ზომები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ ზელენსკის შეთანხმების შესასრულებლად რუსეთისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების აკრძალვის შესახებ.

შეერთებული შტატები და უკრაინა მიესალმებიან მესამე ქვეყნების კეთილგანწყობას ენერგეტიკისა და საზღვაო ხელშეკრულებების განხორციელების მხარდაჭერის მიზნით.

შეერთებული შტატები და უკრაინა გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.

შეერთებულმა შტატებმა ორივე მხარეს დაუდასტურა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპერატიულობა, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ორივე მხარეს მკვლელობები უნდა შეწყდეს, როგორც აუცილებელი ნაბიჯი გრძელვადიანი სამშვიდობო მოგვარებისკენ. ამ მიზნით, შეერთებული შტატები გააგრძელებს მოლაპარაკებების ხელშეწყობას ორივე მხარეს შორის.", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-უკრაინისა და აშშ-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები საუდის არაბეთის დედაქალაქში 23-25 მარტს გაიმართა. 

მსგავსი სიახლეები