რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს-ზელენსკი

25.03.25 23:47
რუსეთის მიერ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს-ზელენსკი

“თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კიევი ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.

თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ “გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ”.

მსგავსი სიახლეები