EU აცხადებს, რომ სანქციების შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან რუსული ჯარების უპირობო გაყვანაა

ევროკავშირის განცხადებით, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის ან შეცვლის წინაპირობა უკრაინიდან ჯარების "უპირობო გაყვანაა".
- ევროკავშირის ქვეყნებმა იანვრის ბოლოს და მიმდინარე თვის დასაწყისში კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ორი სასანქციო ჩარჩო – სანქციების ნებისმიერ ცვლილებას 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება.
"უკრაინაში რუსული არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის დასრულება და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ძალების უპირობო გაყვანა იქნება ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სანქციების შეცვლისთვის ან მოხსნისათვის", - თქვა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
გუშინ, 25 მარტს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად რამდენიმე ბანკისთვის სანქციების მოხსნასა და SWIFT-ის სისტემაში დაბრუნებას ასახელებს.