რუტე: "ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება"

"ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ვარშავაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ომის დასრულების შემთხვევაში რუსული საფრთხე ისევ იარსებებს.
"ომის დასრულების შემდეგ, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება. ამას ათწლეულები დასჭირდება, რადგან ნდობის სრული ნაკლებობაა და რუსული საფრთხე ომის დასრულების შემთხვევაშიც იარსებებს", - განაცხადა მარკ რუტემ.