"საფრანგეთი არის და დარჩება უკრაინის გვერდით" - მაკრონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

26.03.25 23:08
"საფრანგეთი არის და დარჩება უკრაინის გვერდით" - მაკრონი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ

"საფრანგეთი მეგობრობისა და მხარდაჭერის სიგნალს აგზავნის, ჩვენ ვართ და დავრჩებით უკრაინის გვერდით" - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"გადამწყვეტ ფაზაში ვართ, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს"- ამბობს  ის.

საფრანგეთი მეგობრობისა და მხარდაჭერის სიგნალს აგზავნის - ჩვენ ვართ და დავრჩებით უკრაინის გვერდით. ჩვენ შევედით ახალ ეპოქაში და რუსეთის აგრესია არა მხოლოდ გამოწვევაა მსოფლიოს გლობალური წესრიგისა და სტაბილურობისთვის, არამედ პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე ევროპაში...

უკვე რამდენიმე კვირაა, ჩვენ ვართ გადამწყვეტ ფაზაში, რათა ბოლო მოეღოს რუსეთის აგრესიულ ომს. ჯედაში, უკრაინამ მიიღო შეთანხმება 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტის თაობაზე, იგივეს ველოდებით რუსეთისგან" -   განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც ის ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს ხვდება, რათა უსაფრთხოების სამიტისთვის მოემზადოს. სამიტი 27 მარტს იგეგმება.