სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში ტყეში გაჩენილ ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ - შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გარდაცვლილთა უმეტესობა ასაკოვანია. ამ დრომდე 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია დაიწვა.
ქალაქ უისეონგში, ხანძარმა გაანადგურა 1300 წლის ტაძარი ქალაქ იუსეონგში და საფრთხეს უქმნის სხვა კულტურულ ძეგლებსაც.
ხანძარს სამხრეთ კორეაში 21 მარტიდან ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ძლიერი ქარის გამო გართულებულია. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარია.