უკრაინის დაზვერვამ ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მებრძოლებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. განადგურებულია ძვირადღირებული აღჭურვილობა.
როგორც უკრაინის დაზვერვის ოფიციალური ტელეგრამ არხი იტყობინება, იერიში დრონებით, რამდენიმე რუსულ სამხედრო სისტემაზე მიიტანეს.
დაზვერვა ვიდეომასალასაც აქვეყნებს, სადაც ჩანს ზუსტი დარტყმა მტრის სარადარო სადგურებზე.