ევროკავშირმა ბელარუსის საარჩევნო კომისიის წევრებს სანქციები დაუწესა

28.03.25 14:39
ევროკავშირმა ბელარუსის საარჩევნო კომისიის წევრებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს - სანქციები დაუწესა. შავ სიაში 25 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის სახელი და გვარი წერია. სანქცირებულთა შორის არიან ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და წევრები, რომლებიც ევროკავშირის შეფასებით, პასუხისმგებლები არიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელყოფაზე.

ევროპული ალიანსის შეფასებით, გასულ წელს ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, შედეგები კი გაყალბდა.