ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრებას შეგვიზღუდავს

29.03.25 12:30
ზელენსკი: წიაღისეულის შეთანხმებას ხელს არ მოვაწერთ, თუ ის EU-ში გაწევრებას შეგვიზღუდავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 მარტს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.  

ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.  

რამდენიმე ხნის წინ ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ მიიღო შეთანხმების ვერსია აშშ-ის ხაზინის მდივან ბესენტთან ორმხრივი კონტაქტის დროს, მაგრამ ჩვენ უნდა შევადაროთ, არის თუ არა ეს იგივე შეთანხმება. მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. მისი თქმით, ძალიან რთულია კომენტარის გაკეთება, ეს არის სრულიად განსხვავებული დოკუმენტი, არის მასში ბევრი რამ, რაც არ იყო ნახსენები და ასევე გამოჩნდა რაღაცები, რაც მხარეებმა ადრე უარყვეს. მოდით, იურისტებმა შეადარონ ყველა ეს შეთანხმება, უკვე ბევრია და მე მივიღებ იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენმა მხარემ ოფიციალურად მიიღო. უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირისკენაა… არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, არის შესაბამისი ნაბიჯები. არაფერია, რაც შეიძლება ემუქრებოდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ვაშინგტონი თავდაპირველად გეგმავდა შეთანხმების ხელმოწერას 28 თებერვალს, თუმცა პროცესი თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ზელენსკის შორის კამათის შემდეგ გადაიდო.

მსგავსი სიახლეები