AP: უკრაინელების თქმით, რუსეთი მოლაპარაკებებში პოზიციის გასაძლიერებლად ახალ შეტევას გეგმავს
უკრაინის მთავრობა და სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ძალები ახალ სამხედრო ოპერაციას ამზადებენ, რათა გაიზარდოს წნეხი უკრაინაზე და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში კრემლის პოზიცია გაძლიერდეს - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press-ი ავრცელებს.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, ახალი ოპერაცია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ყოველგვარ მიზეზს მისცემდა, რათა მეტი ტერიტორიის მისატაცებლად ბრძოლის დროებით შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები გადაევადებინა. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, ეს აჩვენებს, რომ რუსეთს ომის დასრულების შესახებ პროდუქტიულ დიალოგში ჩართვის არანაირი განზრახვა არ გააჩნია.
უკრაინის არმიის მეთაურების განცხადებით, რუსეთმა ბოლო პერიოდში თავდასხმები გააძლიერა, რათა პოტენციურ ახალ შეტევამდე საკუთარი ტაქტიკური პოზიციები გაიუმჯობესოს.