დამანგრეველი მიწისძვრა მიანმარში - დაღუპულთა რიცხვი 1600 გადასცდა

30.03.25 10:25
დამანგრეველი მიწისძვრა მიანმარში - დაღუპულთა რიცხვი 1600 გადასცდა

მიანმარში დამანგრეველი მიწისძვრის დროს დაღუპულთა რიცხვი 1600 გადასცდა. დაშავებულია 2408 ადამიანი. სამხედრო ხუნტა, რომელიც ქვეყანას 2021 წლიდან მართავს, იტყობინება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულია 139 პირი. 

არ არის გამორიცხული, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშაველო სამსახურები ამ დრომდე ნანგრევებს ასუფთავებენ.

პარასკევს მიანმარში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები ასევე ხუთ მეზობელ ქვეყანაში, მათ შორის ტაილანდში იგრძნობოდა.