მარინ ლე პენს საჯარო თანამდებობის დაკავება 5 წლით აეკრძალა

ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს, ევროკავშირის სახსრების მითვისების საქმეში, სასამართლომ თანამდებობის დაკავება 5 წლით აუკრძალა, შესაბამისად, ის 2027 წლის საპრეზიდენტი არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამასთან, მოსამართლეებმა მარინ ლე პენს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯეს, საიდანაც ორი წელი არის პირობითი სასჯელი და 100 000 ევროს ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
Guardian-ის ცნობით, მარინ ლე პენი, დიდი ალბათობით, განაჩენს გაასაჩივრებს და საქმის დასრულებამდე მის წინააღმდეგ პატიმრობა და ჯარიმა არ იქნება გამოყენებული.
შეგახსენებთ, რომ პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი და რვა ევროპარლამენტარი ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო.